31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5873 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.39 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0368 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0106 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.62 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6891 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4515 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 ნოემბრიდან შევა ძალაში.