"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია საკონსტიტუციო განხილვების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
მისივე თქმით, პროცესში იმიტომ ჩაერთვებიან, რომ ამხილონ საპარლამენტო ხელისუფლება.
"იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო განხილვები, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა, იყო სპექტაკლი და ფარსი, ვამბობ საჯაროდ და ღიად, რომ მივიღებ მონაწილეობას საჯარო განხილვების ამ პროცესში, იმიტომ რომ ვამხილო მდინარაძეების, თალაკვაძეების და კობახიძეების საპარლამენტო ხელისუფლება. ისინი ცდილობენ მთელი ქვეყანა ხელში ჩაიგდონ და არიან არსაიდან მოსული ხალხი. მე მათი არც ბრძოლა მახსოვს, არც რეჟიმთან დაპირისპირება, არც სიმამაცე და არც ვაჟკაცობა და ახლა ვნახოთ ვინ როგორი ვაჟკაცი ხართ", - განმარტა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.