აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 44 მლნ 800 ათასი ლარით მეტია 2017 წლის რეგიონის ბიუჯეტის შემოსულობების მაჩვენებელთან.
როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2018 წლისთვის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 225 000,0 ათასი ლარით.
2018 წლისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 15 000,0 ათასი ლარის ოდენობით:
საკუთრებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 14 477,5 ათასი ლარის ოდენობით. აქედან,
პროცენტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 11 550,0 ათასი ლარის ოდენობით;
დივიდენდების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 000,0 ათასი ლარის ოდენობით;
რენტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 927,5 ათასი ლარის ოდენობით.
საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 422,5 ათასი ლარის ოდენობით. აქედან,
არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 422,5 ათასი ლარის ოდენობით.
სანქციებით (ჯარიმები და საურავები) მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 100,0 ათასი ლარის ოდენობით.
არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 20 000,0 ათასი ლარით.
ფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 91 000,0 ათასი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 351 000,0 ათას ლარს.
მხარჯავი დაწესებულელების მიხედვით 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 4 846,8 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია - 636,6 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მასთან არსებული ორგანიზაციები - 75 521,7 ათასი ლარი, მათ შორის:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 3 556,7 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4 111,0 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 9 764,8 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო - 2 179,8 ათასი ლარი;
ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - 55 909,4 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 45 595,8 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 50 204.6 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 15 765,8 ათასი ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 12 885,2 ათასი ლარი;
საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები- 145 543,5 ათასი ლარი;