ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, თბილისში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს.
სოფელში არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცის მხრიდან სიმულაციას აქვს ადგილი, რადგან მას ფსიქიკური პრობლემები სხვა დროს არ გამოუვლენია.
შეგახსენებთ, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახის წევრებთან, მათ შორის დედამთილსა და მაზლთან კონფლიქტი ჰქონდა.