გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ქართველ მეწარმეებს Touristik & Caravaning 2017-ზე ეპატიჟება. გაერთიანების ინფორმაციით, 22-26 ნოემბერს FLEET Events-ი ლაიპციგში საერთაშორისო გამოფენას - Touristik & Caravaning 2017-ს მართავს, რომელიც უმასპინძლებს 600-მდე მონაწილეს 18 ქვეყნიდან. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს, უახლეს ტენდენციებს ტურიზმის სფეროში.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება სპეციალური შოუები - "Fascination Cruise", "Beautiful Relaxation" და "Saxony Square" - სადაც წარმოდგენილი იქნება აქტუალური შემოთავაზებები, მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები.
Touristik & Caravaning 2017-ის გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მოგზაურობისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებულია საცხოვრებელი სივრცეები. ამასთანავე ვიზიტორები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საუკეთესო სალაშქრო ლოკაციების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები და გასართობი აქტივობები.
საერთაშორისო გამოფენა - Touristik & Caravaning 2017 წარმოადგენს ცენტრალურ პლატფორმას ახალი კონტაქტებისა და პარტნიორების მოძიებისათვის.