საპროტესტო აქცია პროკურატურასთან - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" წარმომადგენლებმა ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის საქმეზე, პატრულის სამხრე კამერების გადაღებული კადრების გასაჯაროება მოითხოვეს.
"შეწყდეს „კა-გე-ბე“-ს მეთოდების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ", - აცხადებენ აქციაზე შეკრებილები და დასძენენ, რომ შეიძლებოდა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს გამოეჩინა ვაჟკაცობა, პატრულთან ერთად მისულიყო გარდაცვლილის ოჯახში და ბოდიში მოეხადა.
შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზეგამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით,განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.
"ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მომხდრიინციდენტისას გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს", - ამის შესახებ კი ინმფორმაციასსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას წარმომადგენლები მათი პოზიციის გასარკვევად გარდაცვლილის ოჯახში თავად იმყოფებოდნენ.