საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებით, საქართველო რუსეთის ფედერაციას აუცილებლად უნდა ესაუბროს. მისი თქმით დიალოგი არის იმ პრობლემების გადაწყვეტის ერტადერთი გზა, რომელიც საქართველოს რუსეთთან დაკავშირებით აწუხებს. ამის შესახებ ბერნარ კუშნერმა "ევროპის სახლში" განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ექსპერტებს და ჟურნალისტებს ხვდებოდა.
კუშნერის განცხადებით, რუსეთი იცვლება და მისი ხელისუფლება ხვდება, რომ ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ქვეყანაში არსებობს უნდა შეიცვალოს.
"რუსეთი ხვდება, რომ მხოლოდ თავისი გაზით ვერ იცხოვრებს", - აღნიშნა კუშნერმა. მისივე თქმით, ურთიერთობის საინტერესო გადატვირთვა მოხდა რუსეთსა და პოლონეთსა და რუსეთსა აშშ-ს შორის.
"თქვენ იცით, რომ რუსეთსა და პოლონეთს შორის არსებობდა დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ისტორიიდანაც მომდინარეობდა, რადგან იქ იყო კატინის ტრაგედია და სხვა მსგავსი მაგალითები, თუმცა მას შემდეგ რაც სმოლენკში მოხდა ავიაკატასტროფა და პოლონეთის ხელისუფლების წევრები დაიღუპნენ, რუსეთსა და პოლონეთს შორის კონსოლოდაცია მოხდა და რუსეთის ხელისუფლებამ ეს ტრაგედია გაიაზიარა", - აღნიშნა კუშნერმა.
მისივე თქმით, საქართველომ მაგალითი აშშ-სა და პოლონეთისგან უნდა აიღოს და რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს. ამაში კი მას ევროკავშირი დაეხმარება.
"მესმის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ თქვენთვის ამის გაკეთება ძნელია, თუმცა ეს აუცილებელია. ქართველები რუსებს უნდა ესაუბრნონ, თუნდაც იმიტომ რომ რუსები მიხვდნენ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია თქვენ უნდა ესაუბროთ თქვენს დიდ მეზობელს, რადგან ისინი თქვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორები არიან", - აღნიშნა საფრანგეთის საგრეო მინისტრმა.
მანვე ისტორიული მაგალითები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ინგლისი თავის დროზე, ასწლეულების მანძილზე ომობდნენ, თუმცა დღეს მათ შორის პრობლემა ამოწურულია.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება, თუმცა ამას რუსეთთნა დიალოგი და მოთმინება ესაჭიროება.
მისივე განმარტებით, საფანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულების თითოეული პუნქტი შესრულდეს და რუსეთი დარწმუნდეს, რომ საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან.
მისივე განმარტებით, ორი წელი არის მცირე დრო, თუმცა მთავარია რომ გაგრძელდეს მუშაობა და მოლაპარაკებები და რაც მთავარია არ არსებობს ომის განახლების სასიშროება და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საფრანგეთი საქართველოს გვერდში დაუდგება.
"მესმის, რომ თქვენ მოუთმენლები ხართ და სწრაფად გსურთ პრობლემის გადაწყვეტა, თუმცა ორი წელი არც ისე ბევრი დროა. ასეთი კონფლიქტების მოგვარებას კი ბევრად დიდი დრო ესაჭიროება", - განაცხადა კუშნერმა.