აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,9 მლნ ბარელით ანუ 0,2%-ით გაიზარდა და შეადგინა 457,3 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 5,465 მლნ ბარელით და შეადგინა 216,869 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 5,246 მლნ ბარელით და შეადგინა 129,241 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 0,640 მლნ ბარელით დღე-ღამეში 8,123 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 1,101მლნ ბარელით 9,507 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,3 მლნ ბარელით და შეადგენს 671.4 მლნ ბარელს.