კვარიათში, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექპერტიზა უტარდება.