ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების გადახედვისთვის მზადაა მზადაა.
როგორც დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ამას გააკეთებს, თუ კატალონიიდან ოფიციალური მიმართვა იქნება.
„ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ბარსელონადან, სადაც წარმომადგენლობა გავხსენით. სამხრეთ ოსეთი კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს გადახედავს, თუკი კატალონიიდან ოფიციალური მიმართვა იქნება“,- განაცხადა მედოევმა.
ცნობისთვის, კატალონიის პარლამენტმა გუშინ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა.