დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ერეკლე მექვაბიშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სტრუქტურულიერთეულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ქალაქის მზარდ განვითარებასა და მათალმთიან აჭარაშიმიმდინარე პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, მიმდინარეპროცესშია 6 სასტუმროს მშენებლობა კურორტ „გოდერძზე“, მოწესრიგდა კურორტ „გომარდულთან“ მისასვლელი გზა. მისითქმით, მზარდ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო პროექტებთან ერთად მნიშვნელოვანია რეგიონის სამთავრობო თუმუნიციპალური ფინანსური სამსახურების გამართული მუშაობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ჩართულობისადა კომუნიკაციის გაზრდის მიმართულებით და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ფინანსური სამსახურებისწარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება. როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, უწყება მუშაობსაუდიტის სამსახურის განვითარების გეგმაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.