„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვს.
პარტიაში აცხადებენ, რომ მინისტრი ოპოზიციამ სხვა გახმაურებულ საკითხებთან დაკავშირებითაც დაიბარა პარლამენტში, თუმცა უშედეგოდ.
„ჩვენ დავსვამთ საკითხს, რომ მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა პარლამენტში და გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას. ცხადია, ჯოხი არ უნდა გადავტეხოთ რიგით შემსრულებლებზე. ცინიკურად ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლზე, არის სრულიად გაუმართლებელი,“ - აცხადებს ენმ-ის წევრე გიორგი ბარამიძე.
შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.
"ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მომხდრი ინციდენტისას გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს", - ამის შესახებ კი ინმფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას წარმომადგენლები მათი პოზიციის გასარკვევად გარდაცვლილის ოჯახში თავად იმყოფებოდნენ.