აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პაველ შერემეტის სახელობის პრემიით დააჯილდოეს.
ჯილდო ტალინში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე გადასცეს მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირს მოუწოდა, აზერბაიჯანის მიმართ პოლიტიკა შეცვალოს.
„დღეს უნდა წამეკითხა თქვენთვის მისი წერილი, მაგრამ ადვოკატებზე საპატიმროში ძალადობა განხორციელდა და მათ ყველაფერი ჩამოართვეს, რაც კი აფგანმა გადასცა, მათ შორის წერილიც. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ჟურნალისტებს, რომლებმაც ასეთ მძიმე პერიოდში მხარი დაგვიჭირეს. აზერბაიჯანში დღეს 160 პოლიტპატიმარია, აქედან 10 ჟურნალისტი. მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
ცნობისთვის, აფგან მუხტარლი კვლავ ბაქოშია დაკავებული.
საქართველოს შსს კი მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.