26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5496 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5317 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.79 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0111 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9813 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.98 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6762 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3729 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ოქტომბრიდან შევა ძალაში.