იაპონიაში ტენკაფუბუს სახეობის ორი ცალი ხურმა კოლოსალურ თანხად გაყიდეს. 300 გრამიანი ხურმები 540 ათას იენად გაიყიდა, რაც 4 ათას 800 დოლარის ექვივალენტია. ტენკაფუბუს ხურმები განსაკუთრებული სიტკბოთი გამოირჩევა. ბრიკსის შკალით, მასში შაქრის შემცველობა 18 გრადუსს აჭარბებს. უნიკალური სახეობის შექმნას 11 წელი დასჭირდა. გაყიდვაში ტენკაფუბუს ხურმები შარშან გამოვიდა.