„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია“, - ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია.
ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები...
დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!
p.s. თუ მისი ერთი ბრალდება მაინც დადასტურდა, მზად ვარ პასუხი ვაგო“, - წერს თამაზ მეჭიაური.