ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში, ქ.კიევში იმყოფება, სადაც, 26-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის(The German Marshall Fund of the United States) „კიევის ტრანსატლანტიკურ დიალოგებში“ მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო მინისტრი მოხსენებით წარსდგება კონფერენციის სადისკუსიო სესიაზე: „კიბერ და საინფორმაციო ომი-კონფლიქტთან გამკლავების ახალი გზები-კიბერ და საინფორმაციო საშუალებები“(Dealing with Conflict by Other Means — From Cyber to Information Warfare). დისკუსიის მონაწილეები რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და არატრადიციულ საფრთხეებთან ბრძოლის საშუალებებზე იმსჯელებენ.
„კიევის ტრანსატლანტიკური დიალოგების“ მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების, ასევე, ამერიკელი, ევროპელი და უკრაინელი პოლიტილოგებისა და ანალიტიკოსების მონაწილეობით ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა და მსჯელობა ყველაზე მწვავე უსაფრთხოების გამოწვევებზე.