„დეკანოზი გიორგი მამალაძე დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია და ოპტიმიზმითაა განწყობილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დეკანოზმა მეუფე დიმიტრის კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი.
"მეუფე დიმიტრის და დეკანოზის საუბარი პრაქტიკულად ყველა საკითხს შეეხო, რაც კი აქამდე გაჟღერებულა.დეკანოზის მიმართ არაერთი კითხვა დაისვა, რაზეც მან ამომწურავი პასუხები გასცა. აქამდეც განაცხადა მეუფე დიმიტრიმ, რომ მას და პატრიარქს არ სჯერათ, რომ დეკანოზი ვინმეს კლავდა, თუმცა, ჰქონდა კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ დიალოგის შემდეგ, მეუფე დიმიტრის განწყობა ამ თემასთან მიმართულებით უნდა შეიცვალოს", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.