ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი ბარგის გადაზიდვისა და ბარგის რეგისტრაციის ახალ პოლიტიკაზე მუშაობს. ახალი პოლიტიკის მიხედვით, ავიაკომპანია დაინტერესებულია მგზავრმა უფრო მეტი ბარგის გადატანა შეძლოს.
15 იანვრიდან Ryanair-ის ყველა რეისზე პრიორიტეტული ჩასხდომის მგზავრს ორი საგნის ატანა შეეძლება. ანალოგიური სერვისით ისარგებლებენ Plus-ის, Flexi Plus-ისა და Family Plus-ის მგზავრებიც. სხვა დანარჩენ მგზავრს კი ბორტზე მხოლოდ ერთი ერთეული პატარა ხელბარგის ატანის უფლება ექნება, ხოლო ჩემოდანს გეითთან დატოვებს, რომელსაც ბორტზე შემდგომ უფასოდ აიტანენ.