გურჯაანში 51 წლის ქალი იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა.
ის მოტეხილობებითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით, გურჯაანის ჰოსპიტალში მოათავსეს.
51 წლის დარეჯან ძამისაშვილი 4 მეტრის სიმაღლიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა სათავსოდან ოთახში შეშის გადაზიდვას ცდილობდა.
ბარაკის ტიპის კორპუსში 7 ოჯახი ცხოვრობს , მათ რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს.