საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის და ბათუმის ოფისებში შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების მონიტორინგი ჩატარდება, - ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი არცელებს.
,,სახალხო დამცველი უკვე არაერთი წელია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, შეიქმნას შრომის პირობების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი და ხაზს უსვამს მსგავსი მონიტორინგის აუცილებლობას არა მარტო მავნე და საშიშპირობებიან, არამედ სხვა, მათ შორის, საჯარო სამსახურებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ინსპექტირების მექანიზმს, მონიტორინგის მიზნით შეეძლოს ყველა ობიექტზე წინასწარი შეტყობინებისა და ნებართვის, მათ შორის, სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლა“, - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.