"ქალთა მოძრაობამ" პარლამენტში სექსუალური შევიწროების დასჯადობის მოთხოვნით შეიტანა პეტიცია, რომელსაც 1000 ხელმომწერი ჰყავს.
მოძრაობის განმარტებით, ქვეყანაში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება და ის არ განიხილება როგორც დისკრიმინაცია, ამიტომაც ითხოვენ, პარლამენტმა შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა და კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყოს მუშაობა, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.