12 წლის გოგონა, ქეთევან ქურდოვანიძე, რომელსაც ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ეძებდნენ, იპოვეს.
„შაბათს, ვაგზლის მოედნის მეტროში იპოვეს, თურმე ტიროდა, ვიღაც გოგონამ კი, პატრულთან მიიყვანა. სახლში მისვლა მეშინია, გამიბრაზდებიანო უთქვანს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ გოგონას მამამ, მიხეილ ქურდოვანიძემ.
როგორც ის აცხადებს, ქეთევანს სახლიდან წასვლის დღეს სწავლასთან დაკავშირებით გაუბრაზდნენ, რის შემდეგაც ის სახლიდან ჩუმად გაიპარა.
„ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, იმ დღეს დედა გაუბრაზდა სწავლასთან დაკავშირებით, მას კი პროტესტი გაუჩნდა და სახლიდან ჩუმად წავიდა“, - აცხადებს ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, ქეთევან ქურდოვანიძეს 20 ოქტომბრიდან ეძებდნენ. ის სახლიდან 17:00 საათზე გავიდა.