"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტს, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს თუ არა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საბრძოლველად არიან განწყობილნი და საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.
პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზეა დანიშნული.
მეორე ტურში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურს არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ დანიშნავს.
კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბერია.