ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თიანეთში „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა ამომრჩევეთა ხმების 54,44 % მიიღო. ამ დროის მონაცემებით, თიანეთში 20 უბნიდან 17-ია დათვლილი. წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 45,56% დაუჭირა.
მეჭიაური, ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის კონკურენტთან უკვე მარცხდება. მეჭიაურის ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები საოლქოდან შემაჯამებელი ოქმების აღებას აპირებდნენ, როცა ადგილზე სპეცრაზმი დახვდა მობილიზებული. წინააღმდეგობის მიუხედავად ისინი საოლქო კომისიაში შევიდნენ და აღმოაჩინეს ბიულეტენები, რომელიც ბათილად უნდა იყოს ცნობილი.
,,პირველადი ოქმებით ჩვენი ვიგებდით. რომ წავიდნენ ესენი მოსატანად, იქ დახვდათ სპეცრაზმი რომელიც რატომღაც მანამდეც იყო მოსული. ხან თამარ ჟვანიას დავურეკე ხან თვითონ მაგათ უფროსს და 2-3 საათის შემდეგ როგორც იქნა შეუშვეს. აჩვენეს რაღაც კონვერტი სადაც იყო გაუქმებული ბიულეტენები. ბათილი ბიულეტენები თქვეს რომ იმათ ეკუთვნოდაო, მოწინააღმდეგეს, ის ბიულეტენები ბათილიდან გადაიტანეს იმის ბიულეტენებში და 4 ხმით თუ რაღაცით დაწერეს რომ იმან მოიგო. რაში სჭირდებათ, ეს მე ხომ არ ვარ ვენებს რომ ვიჭრიდე ისეთი ოპოზიცია,“ - განაცხადა ,,რუსთავი 2- თან“ საუბარში მეჭიაურმა.