ფაქტია, ცესკომ მთელი დღე გაატარა ისე, რომ დანაშაულებრივი გულგრილობით ხელი შეუწყო ამ ტოტალური კონტროლით ზეწოლის განხორციელებას და არ შეიძლება ამას ობიექტური და სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ფიქსირდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია რეაგირებას არ ახდენდა.
"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში მოწმენი გახლდით ამომრჩეველზე ტოტალური ზეწოლის. "ქართული ოცნების" და მათთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობაში ახდენდნენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის აღრიცხვას. ბუნებრივია, ამ გზით ცდილობდნენ მათზე ზეწოლას და ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ მთელი დღის განმავლობაში. ფაქტია, რომ ცესკომ მთელი დღე გაატარა ისე, რომ დანაშაულებრივი გულგრილობით ხელი შეუწყო ამ ტოტალური კონტროლით ზეწოლის განხორციელებას და არ შეიძლება ამას ობიექტური და სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.