"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, კახა ასკურავას განცხადებით, ლანჩხუთში პოლიციის მობილიზება ხდება.
როგორც ასკურავა Facebook-ზე წერს, ადგილზე პოლიციელებით სავსე ავტობუსი 2 საათის წინ ჩაიყვანეს.
“ეს ავტობუსი პოლიციელებით ბოლომდე სავსე დაახლოებით 2 საათის წინ ჩამოიყვანეს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში. ლანჩხუთისთვის ამ უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის პოლიციელების მობილიზებას პოლიციის ხელმძღვანელი სიმშვიდის შენარჩუნებით ხსნის. ნეტა რამ უნდა გამოიწვიოს არეულობა, რომ შეინარჩუნო სიმშვიდე"? - წერს მერობის კანდიდატი.