გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გადასატანი ყუთის წაღებისას დარღვევები დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.
პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის ლიდერის, ბადრი ბასიშვილის თქმით, გადასატანი ყუთებით მიცემული ხმები ყალბდება და აღნიშნული უბნების შედეგების ბათილად ცნობის საკითხს დააყენებენ.
პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირმა ამბარდნიშვილმა განაცხადა, რომ პირები, ვისთანაც გადასატანი ყუთები მიიტანეს, განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან.