ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია მოიპარა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა განაცხადა.
მისი განცხადებით, როდესაც აგიტატორის მანქანიდან სიას იპარავ, უხეშად არღვევ ჟურნალისტის ეთიკისა და ქცევის ნორმებს
„ჟურნალისტის პროვოკაციური ქცევა და აგიტატორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული არხი ცალსახად წარმოადგენს მხარეს. როდესაც აგიტატორის მანქანიდან სიას იპარავ, უხეშად არღვევ ჟურნალისტის ეთიკისა და ქცევის ნორმებს“, - განაცხადა ბენო გეგეჭკორმა, რომელმაც აქვე განმარტა, რომ ნებისმიერი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ აგიტატორს მხარდამჭერების მოზიდვის უფლება აქვს, შესაბამისად, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე აგიტაციის წარმოებას და ხმების მოზიდვას ქართული კანონმდებლობაც არ კრძალავს.
შემთხვევა მე-6 საარჩევნო უბანზე მოხდა.