სამეგრელოში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აზიური ფაროსანა საარჩევნო ყუთში ჩაფრინდა.
ფოტოს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.
შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.