ადგილობრივი თვითმმართველობა ტურიზმის განვითარების პროექტებში აქტიურად უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბალავაძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტთან რეგიონების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ თემებს, თუ რა პროექტები ხორცილდება და როგორია მათი მიმდინარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეგიონების თვითმმართველობის წარმომადგენლების შეფასებები მოისმინა. საუბარი შეეხეო იმ პროექტებსაც, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს, დაწყებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და დამთავრებული ტურიზმით", - განაცხადა ბალავაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს რეგიონებში ტურიზმი და როგორ უნდა მოხდეს პროექტებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და თვითმართველობების ჩართვა.