ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის, 3 644 საარჩევნო უბანზე ჯამში მოქალაქეთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც 567 699 ამომრჩეველია.
მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე რეგისტრირებული ამომრჩევლის 27.93%-მა მიიღო.
ყველაზე დაბალი აქტივობა კი, შიდა ქართლშია და 12:00 საათის მონაცემებით 13.9 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში აქტივობის მაჩვენებელი 14.8%-ს შეადგენს.