ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობი არჩევნებზე, დილის 10.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტოვობამ 6% შეადგინა.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი 231 736 ამომრჩეველია.
ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობაა ასპინძასა და მესტიაში; კერძოდ, ასპინძაში აქტივობამ 11.8% შეადგინა, ხოლო მესტიაში - 12.4 პროცენტი.
ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.