„ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისი გაქურდეს.
როგორც შტაბის უფროსი განმარტავს, დილით ოფისის კარი ღია დახვდათ.
მისივე ინფორმაციით, სამუშაო მაგიდიდან წაღებულია რამდენიმე დოკუმენტი.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.