„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ხმა თბილისში მისცა. სიორიძე დედაქალაქში, მცხეთის ქუჩაზეა რეგისტრირებული.
ცნობისთვის, ოზურგეთში სულ 62 საარჩევნო უბანია. უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.