ცენტრალური საარჩევნო კომისია, 21 ოქტომბერს დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.
როგორც ცესკოში აცხადებენ, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი კი ასეთია:
08:30 სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
ბრიფინგების განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.