კომპანია `თელასის" ქვესადგურ `ცენტროლიტში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ცენტროლიტის დასახლების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ანდრონიკაშვილის, ბარისახოს, ჩიქვანაიას, უწერის, ჭრებალოს, სარაჯიშვილის და მიმდებრე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.