საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მათგან 12 პოლიტიკური სუბიექტების მიერ დასახელებული, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
დედაქალაქის მერობისთვის იბრძვიან:
2 - ელენე ხოშტარია (საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” )
3 - კახა კუკავა (საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახაკუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)
5 – ზაალ უდუმაშვილი (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)
8 – ირმა ინაშვილი ( „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)
10 – გიორგი გუგავა („შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”)
11- დავით შუკაკიძე („ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა” )
17 - გიორგი ლილუაშვილი ( „საქართველო”)
18 - ნიკოლოზ სანებლიძე („ტრადიციონალისტები”)
20 - თენგიზ შერგელაშვილი („შენების მოძრაობა” )
27- გიორგი ვაშაძე (საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” )
39 - ლაშა სტურუა („პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” )
41- კახა კალაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” )
42 - ალექსანდრე ელისაშვილი (საინიციატივო ჯგუფი)
პირველ ტურში გამარჯვებისთვის მერობის კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწვეთ.