"წულუკიანმა ვერ მონახა თანხები და აბრას - "ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ ჩვენ დავამონტაჟებთ", - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ განაცხადა.
კუკავამ იუსტიციის სახლთან აღნიშნული აბრა გააკრა და განაცხადა, რომ იურიდიულ დოკუმენტებში ამ ტერიტორიას "ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ ჰქვია, თუმცა, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აბრებზე მხოლოდ „სანაპიროს გამზირი“ წერია.
„ახლა ვართ ზვიად გამსაზურდიას სანაპიროზე. „გუგლშიც“ ასეა, თუმცა აქ წერია, რომ სანაპიროს ქუჩაა. იურიდიულ დოკუმენტებშიც აღნიშნულია, რომ ეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაა. წულუკიანმა ვერ მონახა ამისთვის თანხები და ამ აბრას ჩვენ დავამონტაჟებთ", - განაცხადა კუკავამ.