მსფოფლიოში აღიარებული ისლანდიელი მუსიკოსი, საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც ავრცელებს.
live at last in gorgeous georgia - two shows ! - წერს Bjork , ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
აქვე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ.
ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში , თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU-ს დამოუკიდებელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის.
Bjork თბილისში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ორ კონცერტს გამართავს. 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში.
დეტალური ინფორმაცია ბიორკის კონცერტებსა და გასაყიდი ბილეთების შესახებ იხილეთ ფესტივალ SOU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.