შეიძლება თუ არა თვითმფრინავით მგზავრობა ორსულობის დროს და როგორია ვიზეარის პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით?
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ როცა ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და გავლილი გაქვთ ექიმთან კონსულტაცია, საჰაერო ხომალდით მგზავრობა ჩვეულებრივ შეგიძლიათ შემდეგ ვადებამდე:
ფეხმძიმობის 28 კვირის შემდეგ გჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა შეგიძლიათ.
უსაფრთხოების მიზნით ორსულებს მგზავრობა ფეხმძიმობის 34 კვირამდე შეუძლიათ.
ხოლო თუ ტყუპებს ელოდებით, ვიზეარით მგზავრობა დაშვებულია ორსულობის 32 კვირამდე.