აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. დღეს გამოფენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიხეილ კოპლატაძემ ლვოვის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
გამოფენის სტუმრებთან სიტყვით მიმართვისას კოპლატაძემ აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობას გაუსვა ხაზი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლვოვის ტურისტულ გამოფენაში პირველად მონაწილეობს.
ხვალ, დეპარტამენტი გეგმავს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას ტურისტული და ავიაკომპანიების წარმომადგენლებისთვის. გამოფენა დღეს გაიხსნა და 20 ოქტომბერს დასრულდება.