აფხაზეთში დაღუპული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს - მათგან 20 დიღმის ძმათა სასაფლაოზე ხუთი კი სხვადასხვა სასაფლაოზე.
ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ გამოასვენეს.
მანამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.