აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ გამოასვენეს.
მანამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოს სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე.