გერმანული Lufthansa Group-ი მზადაა იტალიური ავიაკომპანია Alitalia-ს ზოგიერთი აქტივი იყიდოს.
Lufthansa-მ შესაბამისი შეთავაზება Alitalia-ს უკვე გაუკეთა და გაკოტრების პირას მყოფი ავიაკომპანიის ბაზაზე ახალი ავიაკომპანიის NewAlitalia-ს დაფუძნება დაანონსა.
როგორც გერმანულ ავიაჰოლდინგში განმარტავენ, Alitalia-თვის გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია, თუ როგორი იქნება მათი კონცეფციით, ახალი ავიაკომპანიის სტრუქტურა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანული კომპანია მზადაა Alitalia-ში 0,5 მლრდ ევრო გადაიხადოს.
ცნობილია ასევე ისიც, რომ Alitalia-ს აქტივის ნაწილის შეძენა ბრიტანულ easyJet-საც სურს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 12 ოქტომბერს Lufthansa-მ გააჟღერა, რომ სურს Niki, რომელიც არის Air Berlin-ს შვილობილი ავიაკომპანია. ოფიციალურად დასტურდება ისიც, რომ Lufthansa მალე Air Berlin-ის 81 თვითმფრინავის მფლობელიც გახდება.
თავის დროზე იტალიამ ვერ მოახერხა და საკუთარი ეროვნული ავიაკომპანია Alitalia ვერ გადაარჩინა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს გაკოტრდა.
Alitalia-მ 2014 წელს ფაქტობრივად დაკარგა ეროვნული ავიაგადამზიდავის სტატუსი, რადგანაც მის 49%-ს Etihad airways-ს დაეპატრონა.
თუმცა ვერც Etihad airways-მა ვერ შეძლო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები გაეუმჯობესებინა. 2017 წლის მაისში Alitalia-მ თავი ოფიციალურად გაკოტრებულად გამოაცხადა.