ბათუმში, ძლიერი ქარის გამო, გვიან ღამით, ცენტრალურ პარკში წიწვოვანი მცენარეები დაზიანდა, მრავალწლოვან მცენარეებს კი ტოტები ჩამოტყდა.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გამწვანების სამსახურმა უკვე დაიწყო ტოტების გატანისა და დაზიანებული მცენარეების აღდგენითი სამუშაოები. გარდა ამისა, ქარმა მოშალა რამდენიმე სარეკლამო ბანერი და სამშენებლო ღობე. მერიის შესაბამისმა სამსახურმა უკვე გააფრთხილა კერძო მესაკუთრეები, რათა პრობლემების აღმოფხვრა დროულად განხორციელდეს.
აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.