ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერ წვიმასა და ქარს ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია.
ბათუმის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს. შეუფერხებლად გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
წყალმომარაგება აღდგენილია ყველგან, გარდა ჩაქვისა და ჩაისუბნის ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისა. წყალმომარაგება სრულად სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება.
დილიდან დასუფთავდა სანაპირო ზოლი. დასუფთავების სამუშაოები 14:00 სთ-ზე განახლდება.