საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალი კომპანიები საპროტესტო რეჟიმში „რუსთავი 2-ს“, „კომედი არხს“, „მარაოს“, „იმედს“, „მაესტროსა" და „ჯიდიესს“ 17 ოქტომბერს, 12:00 საათიდან გათიშავენ.
ტელეკომპანიების გათიშვის მიზეზად მათი სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა სახელდება.
დამატებითი დეტალები, თუ რომელი საკაბელო ოპერატორი გათიშავს არხებს, ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.