ქუთაისში მდინარე ოღასკურას ადიდების გამო 35-ე საჯარო სკოლა დაიტბორა. პედაგოგები და მოსწავლეები სკოლიდან მაშველების დახმარებით გამოიყვანეს.
პარალელურად, მოვარდნილმა წყალმა დატბორა ბუხაიძის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში და სავაჭრო ობიექტებში, დაიტბორა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაც.