ქუთაისში პროკურატურისა და იუსტიციის სახლის მიწისქვეშა სართულები დაიტბორა. ამჟამად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
საათზე მეტხანს გადაკეტილი იყო ბუხაიძის ქუჩა. პარალიზებული იყო საავტომობილო მიმოსვლა პარლამენტის შენობის წინ და წყალტუბოს შესასვლელთან.
წყალი ქუთაისის 35-ე სკოლაშიც შევარდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა, მოსწავლეებს შენობა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაატოვებინეს.
ქუთაისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგია გამორთულია. პრობლემებია იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, სადაც დატბორილია საცხოვრებელი სახლები და პარალიზებულია საავტომობილო გზები.